თამაზ გაბისონია

tamaz_gabisonia

თამაზ გაბისონია
ეთნომუსიკოლოგი, მუსიკოლოგიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს კომპოზიტორთა და მუსიკისმცოდნეთა კავშირის წევრი. 

სასწავლო კურსები ილიაუნიში
ქართული საეკლესიო მუსიკა, მუსიკა, რელიგია, რიტუალი, მსოფლიოს ხალხთა მუსიკა,   ეთნომუსიკოლოგიის შესავალი, ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლობა, მუსიკოლოგია ინტერდისციპლინური კვლევის კონტექსტში, ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი.

სადოქტორო საფეხურის სტუდენტების ხელმძღვანელობა.

2012 წელს შექმნა და ხელმძღვანელობს ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტურ გუნდს.

 განათლება
თამაზ გაბისონიამ 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მუსიკისმცოდნე ფოლკლორისტის სპეციალობით (ხელმძღვანელი იოსებ ჟორდანია). 

ძირითადი საქმიანობა
1998-2011 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში – ქართლი ხალხური შემოქმედების კათედრაზე პედაგოგად და მეცნიერ-თანამშრომლად, ასევე – კონსერვატორიასთან არსებულ ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრში – კოორდინატორად და სპეციალისტად.  ასწავლიდა თბილისის კულტურის ინსტიტუტში, ბათუმის სახელმწიფო კონსერვატორიაში, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში.  არის კომპოზიტორთა და მუსიკისმცოდნეთა კავშირის წევრი, თბილისის კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მგალობელი.  ხელმძღვანელობდა ქალ-ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ „კერიას”.  იყო გაზეთ „ქართული გალობის” რედაქტორი (2006 წ.).

2011 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ეთნომუსიკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი.

კვლევითი საქმიანობა
თამაზ გაბისონია არის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის სპეციალისტი (2007 წლიდან).  გამოქვეყნებული აქვს 35-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.  თანაავტორია წიგნისა ”ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება” (2005. სახელმძღვანელო).  1983 წლიდან მოხსენებებით გამოდის როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. ნამყოფია თორმეტ ფოლკლორულ ექსპედიციაში.

აკადემიური ინტერესები
თამაზ გაბისონიას სამეცნიერო ინტერესი ძირითადად მიმართულია ქართული ხალხური მრავალხმიანობის საკითხებისადმი; იგი დაინტერესებულია ასევე როგორც ქართული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის ურთიერთობის, ქართული მუსიკალური ფოლკლორის დღევანდელი პრობლემატიკით, ისე მსოფლიო ხალხთა ეთნიკური მუსიკის, მუსიკალური სემიოტიკის, რელიგიის, რიტუალისა და  მუსიკის ურთიერთმიმართების საკითხებით.

საკონტაქტო ინფორმაცია
ელ-ფოსტა:

tamaz.gabisonia@iliauni.edu.ge
tamazgabisonia@yahoo.com
ტელ.:    234 30 24;   593 18 10 00