სადოქტორო პროგრამები
მუსიკის სფეროში ილიაუნიში სადოქტორო პროგრამები ხორციელდება ეთნომუსიკოლოგიის და მუსიკოლოგიის, კომპოზიციისა და საშემსრულებლო მიმართულებებით. პირველი ორი ხელოვნებათმცოდნეობის პროგრამის ფარგლებშია გაერთიანებული, ხოლო კომპოზიციისა და საშემრულებლო მიმართულებები – სამუსიკო ხელოვნების სადოქტორო პროგრამის ფარგლებში.
ამ პროგრამების მიზანია შესთავაზოს საუკეთესო კვლევითი გარემო როგორც მუსიკის ისტორიკოსებსა და თეორეტიკოსებს, ისე მუსიკოს-პრაქტიკოსებს მათ შემოქმედებით და საშემსრულებლო საქმიანობასთან ერთობლიობაში.
ყველანაირი კვლევა მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს. ესენია: საკითხი, კვლევა და დოკუმენტაცია. შემოქმედებითი კვლევა ისეთი ტიპის კვლევაა, რომელიც საშუალებას აძლევს შემოქმედს (კომპოზიტორს, შემსრულებელს, მხატვარს, რეჟისორს, მსახიობს და ა.შ.) ღრმად ჩაწვდეს ხელოვნების სფეროს, მოახდინოს არტისტული რეალობისადმი უფრო ანალიტიკური და აღწერილობითი მიდგომა. ასეთ კვლევაში ჩაბმულია ხელოვან-პრაქტიკოსის არტისტული გამოცდილება, ცოდნა და უნარები, მისი შემოქმედებითი მიზნები. შემოქმედებითი კვლევის დოკუმენტაცია სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს: კონცერტი, მასტერკლასი, სანოტო პარტიტურა, აუდიო ჩანაწერი, მულტიმედია პრეზენტაციები, წერითი კომენტარები და ა.შ. ყოველივე ეს ემსახურება ინოვაციურობას, შემოქმედებითობას, ცოდნის შემდგომ გაფართოებას და საბოლოო ჯამში, ღრმა და ორიგინალური არტისტული წვდომის ჩამოყალიბებას.
სამუსიკო ხელოვნების სადოქტორო პროგრამა იხ. აქ
ხელოვნებათმცოდნეობის სადოქტორო პროგრამა (ეთნომუსიკოლოგიის და მუსიკოლოგიის განხრით) იხ. აქ
სამუსიკო ხელოვნების პორტფოლიოს კონცეფცია იხ. აქ