პოპ-მუსიკა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სხვადასხვა ქართველი თუ უცხოელი მომღერლის მიერ შესრულებულ პოპ-სიმღერებს ვისმენთ ყველგან და ეს ხელოვნება ფაქტიურად ჩვენი ყოფის თანხლებადაა ქცეული. ბუნებრივია, რომ პოპ-სიმღერების შესასრულებლად აუცილებელია მათი ჩამოყალიბების და განვითარების ისტორიის, ესთეტიკის, მათი დამახასიათებელი თვისებების და საშემსრულებლო ტექნიკის, მათი განსაკუთრებული მელოდიურ-ჰარმონიული თავისებურობების ცოდნა.
ასეთი ცოდნის მიღებას თქვენ პოპ-ვოკალის მოდულის არჩევით შეძლებთ, რის შედეგადაც თქვენ
- დაეუფლებით სასიმღერო პროფესიული ტექნიკის საფუძვლებს
- შეისწავლით პოპ-მუსიკის ისტორიას, მის ძირითად მახასიათებლებსა და საშემსრულებლო ხერხებს
- გაეცნობით მიმდინარეობის მელოდიურ-ჰარმონიულ საფუძვლებს
- დაეუფლებით ანსამბლური სიმღერის ტექნიკას და გამომსახველობის ხერხებს
- მიიღებთ სასიმღერო რეპერტუარის შერჩევისა და შექმნის საბაზო ცოდნას
- მიიღებთ სასცენო-საკონცერტო გამოცდილებას.