ჯაზი მკაფიო ტრადიციების მქონე, რთული, მაგრამ უაღრესად საინტერესო მუსიკალური მიმდინარეობაა, რომელსაც საფუძვლად იმპროვიზირება უდევს. მომღერლისგან ის დახვეწილ გემოვნებას და საკომპოზიტორო ნიჭის მარცვალს, ჯაზური მუსიკის რიტმული, მელოდიური და ჰარმონიული სპეციფიკის შეგრძნებას და ამასთან ერთად, უდიდეს შრომისმოყვარეობას ითხოვს.
ჯაზ-ვოკალის მოდულში შემავალი კურსების გავლის შედეგად თქვენ
- დაეუფლებით სასიმღერო პროფესიული ტექნიკის საფუძვლებს
- მიიღებთ ჯაზ-ჰარმონიის საბაზო ცოდნას
- გაეცნობით ჯაზურ მუსიკალურ ლიტერატურას
- შეისწავლით ჯაზ-იმპროვიზაციის საფუძვლებს და მის საშემსრულებლო თუ შემოქმედებით პრაქტიკაში გამოყენებას
- დაეუფლებით ჯაზ-ანსამბლში სიმღერის ტექნიკას და გამომსახველობის ხერხებს
- შეისწავლით ჯაზის სტილების ისტორიას და შეძლებთ ამ ცოდნის პრაქტიკაში გადატანას
- მიიღებთ სასიმღერო რეპერტუარის შერჩევისა და შექმნის საბაზო ცოდნას
- მიიღებთ სასცენო-საკონცერტო გამოცდილებას