ჯაზ-ორკესტრის საკრავები

განვითარების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე კლასიკური მუსიკისგან განსხვავებით ჯაზი შედარებით „ახალგაზრდა“ მიმდინარეობაა. მიუხედავად ამისა, ქართულ ჯაზს უკვე მრავალი ათეული წლის ისტორია აქვს – პირველი ჯაზ-ანსამბლი ჩვენს ქვეყანაში 30-იან წლებში ჩნდება, 60-იანი წლებიდან კი ჯაზს კინო-თეატრებსა და კლუბებშიც უკრავენ. დღეს ჯაზისადმი ინტერესი მეტად  დიდია, რასაც ქართველი ჯაზ-მუსიკოსების  მაღალი პროფესიონალიზმი მოწმობს.
13

ილიაუნი პირველი უმაღლესია ჩვენს ქვეყანაში, სადაც ჯაზი საბაკალავრო დონეზე ისწავლება.  ჯაზ-ორკესტრის საკრავების მოდულში ორგანულადაა შერწყმული ჯაზის თეორია ეფექტურ პრაქტიკულ მეთოდთან, რომელიც აქცენტს საკუთარი, გააზრებული, შემოქმედებითი, იმპროვიზაციული სტილის ჩამოყალიბებაზე აკეთებს.

პროგრამით შეთავაზებულ საკრავებში შედის დასარტყამები, ელექტრო გიტარა, ბას-გიტარა,  საქსაფონი, საყვირი, ფორტეპიანო, და ჯაზ-ორკესტრის სხვა საკრავები. ჩვენთან თქვენ:

  • დაეუფლებით შესაბამის საკრავზე შესრულების ტექნიკას
  • მიიღებთ ჯაზ-ჰარმონიის საბაზო ცოდნას
  • შეისწავლით ჯაზის სტილების ისტორიას და შეძლებთ ამ ცოდნის პრაქტიკაში გადატანას
  • გაეცნობით ჯაზურ მუსიკალურ ლიტერატურას
  • შეისწავლით ჯაზ-იმპროვიზაციის საფუძვლებს და მის საშემსრულებლო თუ შემოქმედებით პრაქტიკაში გამოყენებას
  • დაეუფლებით ჯაზ-ანსამბლში დაკვრის ტექნიკას და გამომსახველობის ხერხებს
  • მიიღებთ სათანადო რეპერტუარის შერჩევისა და შექმნის საბაზო ცოდნას
  • მიიღებთ სასცენო-საკონცერტო გამოცდილებას.

13-2