კომპოზიცია მუსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მრავალმხრივი სფეროა – კომპოზიტორს, გარდა განვითარებული საკომპოზიტორო ტექნიკისა, ესაჭიროება მუსიკის თეორიის, მნიშვნელოვანი საკომპოზიტორო დინებების და ტექნიკების, საორკესტრო თუ სხვა საკრავების, მუსიკის ტექნოლოგიის ბაზისების მყარი ცოდნა; ამას ხშირად თან ერთვის არანჟირებისა და იმპროვიზაციის უნარებიც.
ილიაუნის კომპოზიციისა და არანჟირების მიმართულების მთავარი მიზანიც ესაა: გააფართოოს თქვენი მუსიკალური თვალსაწიერი და მოგცეთ მრავალმხრივი უნარ-ჩვევები: ხელი შეგიწყოთ საკუთარი შემოქმედებითი სტილის ძიებაში, ორიგინალური არტისტული ხედვის ჩამოყალიბებასა და არანჟირების მეტად საჭირო პრაქტიკული უნარების დაუფლებაში.
კომპოზიციის და არანჟირების მიმართულების შესწავლის შედეგად თქვენ:
- განივითარებთ საკუთარ შემოქმედებით სტილსა და საკომპოზიტორო ტექნიკას
- შექმნით სხვადასხვა ჟანრის, მასშტაბისა და ტიპის ორიგინალურ კომპოზიციებს
- შეიძენთ საორკესტრო საკრავების როგორც ძირითადი, ისე უახლესი შესაძლებლებების ცოდნას და გააორკესტრებთ სხვადასხვა შემადგენლობისა და მსასშტაბის ნაწარმოებებს
- შეისწავლით თანამედროვე პროფესიული მუსიკის (მათ შორის ქართული) მნიშვნელოვან მიმდინარეობებსა და დინებებს, და ჩაიხედავთ სხვა კომპოზიტორების შემოქმედებით სამზარეულოში
- გაეცნობით ფილმისა და თეატრის მუსიკის სპეციფიკას
- დაეუფლებით სპეციალურ სანოტაციო და სარედაქტორო მუსიკალურ პროგრამებს
- შეძლებთ საკუთარი მუსიკალური იდეების აბსტრაგირებას და სიტყიერად ან/და წერილობით გადმოცემას.
კომპოზიტორი და არანჟირების სპეციალისტი დღეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოთხოვნადი პროფესიებია, მუსიკა კი ყველასთვის გასაგები ენა – მას თარგმანი არ სჭირდება. თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ მსოლფიოს ნებისმიერ წერტილში, როგორც დამოუკიდებელმა კომპოზიტორმა და შექმნათ მუსიკა სოლო შემსრულებლების, სხვადასხვა ტიპის ანსამბლებისა და ორკესტრებისთვის; მუსიკალურად გააფორმოთ თეატრალური დადგმები, ფილმები, სატელევიზიო სპექტაკლები და სხვ.; მიიღოთ საკუთარი და სხვათა მუსიკის არანჟირების დაკვეთები; დაარსოთ და უხელმძღვანელოთ საკუთარ ანსამბლს თუ სტუდიას; იმუშაოთ მუსიკალურ გამომცემლობებში და ასწავლოთ სხვადასხვა ტიპის შემოქმედებით სტუდიებსა თუ სასწავლებლებში.
იხ. ამ მიმართულების კურსების ჩამონათვალი:
თანამედროვე მუსიკა: მე-20-21-ე საუკუნეების უმნიშვნელოვანესი მიმდინარეობები | მარინა ადამია |
ქართული პროფესიული მუსიკის ისტორია | მანანა კორძაია |
კინოს და თეატრის მუსიკა | მანანა კორძაია |
კომპოზიცია 1 | მარინა ადამია |
კომპოზიცია 2 | მარინა ადამია |
კომპოზიცია 3 | მარინა ადამია |
კომპოზიცია 4 | მარინა ადამია |
კომპოზიცია 5 | მარინა ადამია |
გაორკესტრების თეორია და პრაქტიკა 1 | მარინა ადამია |
გაორკესტრების თეორია და პრაქტიკა 2 | მარინა ადამია |
კომპოზიცია 6: კომპოზიციებისა და არანჟირებების პორტფოლიო | მარინა ადამია |
მუსიკის ინფორმატიკა 1: სანოტაციო, სარედაქტორო და ხმის დასამუშავებელი პროგრამები | ირინე ებრალიძე |