კლასიკური მუსიკა საქართველოში უკვე საუკუნეზე მეტია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რასაც ვერ ვიტყვით ბაროკოს პერიოდის მუსიკაზე. ჩვენ გვსურს ამ ხარვეზის გამოსწორება, რისთვისაც კლასიკურთან ერთად გთავაზობთ ბაროკოს დროინდელი მუსიკის შემსწავლელ კურსებსაც. ამასთან ერთად, ჩვენი მიზანია არა უბრალოდ ვირტუზოების, არამედ ფართოდ განათლებული, მოაზროვნე და შემოქმედებითი მუსიკოსების აღზრდა.
ამ მოდულის შესწავლის შედეგად თქვენ:
- შეძლებთ კლასიკური (როგორც ვიწრო, ისე ფართო გაგებით) და ბაროკოს მუსიკის გააზრებას ფართო ისტორიულ და ესთეტიკურ კონტექსტში
- შეიძენთ კლასიკური და ბაროკოს მუსიკის ძირითადი მახასიათებლების, სტილებისა და ჟანრების ამოცნობის უნარს
- შეისწავლით ამ მუსიკალური მიმდინარეობების მნიშვნელოვან ნიმუშებს
- გაიღრმავებთ კლასიკური და ბაროკოს მუსიკის შესრულების უნარებს მათთვის დამახასიათებელი სპეციფიკის გათვალისწინებით
- მიიღებთ ციფრული ბანის კითხვის საბაზო ჩვევებს
- შეძლებთ ბაროკოს, კლასიკური, რომანტიკული, იმპრესიონისტული თუ თანამედროვე კლასიკური მუსიკის ფუნდამენტალური მახასიათებლების საშემსრულებლო პრაქტიკაში რეალიზაციასა და შედარებით ანალიზს
- გაიღმავებთ სოლო და საანსამბლო საჯარო შესრულების უნარებს; ასევე, მუსიკის გააზრებულად მოსმენის, ანალიზისა და შეფასების უნარ-ჩვევებს
- შეიძენთ მუსიკალური ნაწარმოების ძირითად მახასიათებლებზე დაყრდნობით მისი ინტერპრეტაციისა და კონცეპტუალიზაციის უნარრს.
საშემსრულებლო პრაქტიკის კურსებისთვის უნივერსიტეტს გააჩნია კლავიშიანი საკრავები, მათ შორის კლავესინი და სპინეტი.