პირველად საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საბაკალავრო დონეზე გთავაზობთ ქართული ტრადიციული მუსიკის – ეთნომუსიკოლოგიის მიმართულებაზე სწავლას.
ეთნომუსიკოლოგია შეისწავლის და იკვლევს მსოფლიოს ხალხთა ეთნიკურ მუსიკას, როგორც სოციალურ და კულტურულ ფენომენს. ცნებაში ,,ეთნიკური მუსიკა“ მოიაზრება როგორც ხალხური მუსიკალური შემოქმედება, ისე პროფესიული მუსიკალური ტრადიციები, რომლებიც ეთნიკურ იერს ატარებენ. ჩვენ ამ მხრივ, ცხადია, პრიორიტეტს ვანიჭებთ ქართულ ტრადიციულ მუსიკას, ზოგადად – ქართულ ეთნიკურ მუსიკას. თქვენ შეისწავლით ქართულ ხალხურ და საეკლესიო, ასევე – მსოფლიოს ხალხთა ეთნიკურ მუსიკას; იმღერებთ გუნდებში ქართული და მსოფლიო მუსიკის ნიმუშებს; შეისწავლით დაკვრას ხალხურ საკრავებზე; ჩაიწერთ ფოლკლორულ ნიმუშებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; შეისწავლით ხალხური მუსიკის ნიმუშების გაშიფრვას – ნოტებზე გადატანას; მონაწილეობას მიიღებთ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში და სხვ.
გარდა წმინდა მუსიკალური საკითხებისა, ეთნომუსიკოლოგები შეისწავლიან და იკვლევენ მოცემული მუსიკალური ტრადიციის ისტორიულ, ეთნოგრაფიულ, ანთროპოლოგიურ, ზეპირსიტყვიერ-ფოლკლორულ, ფსიქოლოგიურ, ფიზიოლოგიურ, სტატისტიკურ, სოციალოგიურ კანონზომიერებებს და სხვ. ამ მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე არსებული სწავლების სისტემა, რომელიც ორი სპეციალობის დაუფლების შესაძლებლობას იძლევა, განსაკუთრებით მიესადაგება ეთნომუსიკოლოგიას.
დღეს ეთნომუსიკოლოგია მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პერსპექტიული დარგია. ხოლო ქართული ტრადიციული სიმღერა და საგალობელი მზარდი ყურადღებით სარგებლობს მსოფლიო მუსიკის მოყვარულთა შორის. ილიაუნის ეთნომუსიკოლოგიის მიმართულების წარმატებით სწავლის შედეგად თქვენ შეგეძლებათ გაიღრმაოთ ცოდნა მაგისტრატურაში და ჩამოყალიბდეთ, როგორც მკვლევარი (მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებში, სამეცნიერო ნაშრომების, წიგნების გამოქვეყნებაში, საველე შემკრებლობითი მუშაობასა და სხვ.) იმუშაოთ პრესაში, რადიო- ტელევიზიაში, კულტურულ პროგრამებში, როგორც სცენარისტმა, ჟურნალისტმა, წამყვანმა, ექსპერტმა; თქვენ შეძლებთ ასწავლოთ საქართველოს პროფესიული დაოსტატების, უმაღლეს სასწავლებლებსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში და ა.შ. ზოგადად, ქართული ტრადიციული მუსიკის პსეციალისტები ერთ-ერთი ყველაზე დასაქმებული პროფესიის ხალხია დღევანდელ საქართველოში.
იხილეთ მიმართულების კურსების ჩამონათვალი:
ეთნომუსიკოლოგიის შესავალი (საველე პრაქტიკით) | თამაზ გაბისონია |
ქართული ხალხური მუსიკა 1 | ნინო მახარაძე-კალანდაძე |
ქართული ხალხური მუსიკა 2 | ნინო მახარაძე-კალანდაძე |
ქართული საეკლესიო მუსიკა | თამაზ გაბისონია |
მუსიკა, რელიგია, რიტუალი | თამაზ გაბისონია |
მსოფლიოს ხალხთა მუსიკა | თამაზ გაბისონია |
ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები | ნინო მახარაძე-კალანდაძე |
ხალხური საკრავები საქართველოში (ისტორიულ-თეორიული კურსი) | ნინო მახარაძე-კალანდაძე |
ქართული სიმებიანი საკრავები: ფანდურზე, ჩონგურზე, ჩანგზე, ჭუნირზე დაკვრის პრაქტიკული კურსი | თამაზ გაბისონია |
თამაზ გაბისონია | |
ქართველ ვაჟთა ტრადიციული სიმღერები 1 (პრაქტიკუმი) | თამაზ გაბისონია |
თამაზ გაბისონია | |
ნინო მახარაძე-კალანდაძე | |
ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი | თამაზ გაბისონია |