ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკა

 


el-studioმუსიკა
უსაზღვროა ისევე, როგორც თვით მუსიკის ცნებაა განუსაზღვრელი. მას არ გააჩნია არც გარე საზღვარი, რომელიც გვეტყოდა, აქ მთავრდება და ამის იქით აღარ არის მუსიკაო, და არც შიდასტილისტური იქნება ის, ეპოქალური თუ ნაციონალურიყველაფერი, რაც ჟღერს, შეიძლება იყოს მუსიკა და ყველაფერი, რაც არ ჟღერს, შეიძლება გახდეს მუსიკის საგანი.

 

აი, მოკლედ, ის პრინციპები, რაც დღეს ილიაუნიში ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკის მიმართულების სწავლებას განაპირობებს.

 

                                                                                                                                                        რეზო კიკნაძე

 

ამ მიმართულებაზე სწავლება ხორციელდება თანამედროვე ელექტროაკუსტიკური სტუდიის ბაზაზე,  რომელიც არსებობის პირველი დღეებიდანვე სტუდენტთა აქტიური ინტერესის საგანი გახდა. კურსები თანდათან უღრმავებს სტუდენტს ზოგადად მუსიკის, კერძოდ კი ელექტროაკუსტიკური მუსიკის ესთეტიკურ, სტილისტურ და ტექნოლოგიურ ცოდნას. აქ მრავალი სტუდენტი იყრის თავს იმისათვის, რომ გაერკვეს თანამედროვე მუსიკის არსში, დაინახოს მისი ისტორიული განვითარების ლოგიკური გზა და ეზიაროს მის შედევრებს.  სტუდენტს აქ შეუძლია შეიძინოს ელექტროაკუსტიკური, თანამედროვე პროფესიული და პოპულარული ელექტრონული მუსიკის ისტორიისა და ზოგადი სპეციფიკის ცოდნა; გაეცნოს მუსიკის ინფორმაციულ და ესთეტიკურ ბაზას; გზა გაიკვლიოს კომპიუტერულ მუსიკალურ მედიაში, ისწავლოს ხმოვანი მასალის მედიუმზე ფიქსირება, მისი ტრანსფორმაცია და მანიპულაცია, და აგრეთვე ცოცხალი მუზიცირება კომპიუტერის დახმარებით; მოლეკულარულ დონეზე ჩასწვდეს “მუსიკის ფიზიკას”,  და სხვ.

 

ქვემოთ მოყვანილია ამ მიმართულების კურსების ჩამონათვალი:

 

ელექტროაკუსტიკური მუსიკის შესავალი რეზო კიკნაძე
ელექტროაკუსტიკური მუსიკის ტექნოლოგიები ქუჯი დავითულიანი
კომპიუტერული მუსიკის პრაქტიკა რეზო კიკნაძე
ელექტროაკუსტიკური მუსიკის ისტორია და ესთეტიკა რეზო კიკნაძე
მუსიკის აკუსტიკა რეზო კიკნაძე
ელექტრონული კომპოზიცია რეზო კიკნაძე
მუსიკის პროგრამირება რეზო კიკნაძე
„ლაივ“ ელექტრონიკა კომპიუტერულ მუსიკაში და ინტერაქტიური მუსიკალური მოდელები რეზო კიკნაძე
ელექტროაკუსტიკური ნაწარმოებების პორტფოლიო რეზო კიკნაძე
შესავალი საუნდ-დიზაინში – Pro Tools საფუძვლები ბესო კაჭარავა, გიორგი მურღულია, ქუჯი დავითულიანი
შესავალი ინტერაქტიურ ხმის დიზაინში (ინტერაქტიური ხმის დიზაინი კომპიუტერულ თამაშებში, ინსტალაციებში და თანამედროვე კომპიუტერულ და მობილურ აპლიკაციებში) ბესო კაჭარავა
პოპულარული ელექტრონული მუსიკის ისტორია 1 და 2 ქუჯი დავითულიანი