სავალდებულო კურსები

 

მუსიკის პროგრამის სავალდებულო კურსები

 

6ამ მოდულში გაერთიანებულია ოთხი კურსი, რომლებიც სავალდებულოა მუსიკის პროგრამების ნებისმიერი მიმართულების სტუდენტისთვის. ესენია:

 

  • მუსიკის თეორია პრაქტიკაში (მუსიკის საბაზისო თეორია), რომლის მიზანია განამტკიცოს თქვენს მიერ მუსიკის ელემენტარული თეორიის ძირითადი პრინციპებისა და ცნებების, მუსიკის ძირითადი კანონზომიერებების, გამომხატველი საშუალებებისა და მუსიკალური ნოტაციის ცოდნა.

 

  • მუსიკის ისტორია 1 (უძველესი დროიდან რომანტიზმამდე) და მუსიკის ისტორია 2 (რომატიზმიდან მიუზიკლამდე), რომლებშიც შეისწავლით მსოფლიო მუსიკალური აზრის განვითარებას, როგორც ერთიან პროცესს ისე, რომ შეძლოთ მისი ინტეგრირება მსოფლიოს ხელოვნების ზოგად ჭრილში. გაიცნობთ სახელოვნებო სტილებს და მიმართულებებს ანტიკური პეროდიდან დღემდე; ნოტაციისა და მუსიკის სააზროვნო ფორმებს; მუსიკალური ენის მახასიათებლებს; სხვადასხვა ტიპის, ჟანრის, ფორმისა და პერიოდის მუსიკას.

 

  • საკლავიშო უნარები, რომელიც გაგიმყარებთ ფორტეპიანოს კლავიატურაზე ორიენტაციის, დაკვრისა და სანოტო პარტიტურის ფურცლიდან კითხვის უნარ-ჩვევებს; მოგცემთ ფართო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას როგორც კერძოდ ფორტეპიანოს, ისე ზოგადად კლავიშიანი საკრავების შესახებ; გაგაცნობთ კლავიშიანი ინსტრუმენტების მოკლე ისტორიასა და   გამოყენების სფეროებს, და მუსიკალური ნაწარმოების ინტერპრეტაციის ზოგად პრინციპებს.