საბაკალავრო

მუსიკის ძირითადი და დამატებითი საბაკალავრო პროგრამები რამდენიმე მიმართულებაზე სწავლას გთავაზობთ. ესენია:

 

  • სავალდებულო კურსები – აქ მიიღებთ მუსიკოსისთვის აუცილებელ,  საბაზისო ცოდნას მუსიკის ისტორიის და თეორიის შესახებ; დაეუფლებით საკლავიშო უნარებს.

  • ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკასადაც შეისწავლით ამ მიმართულების ისტორიასა და ესთეტიკას, უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლებსა და ნიმუშებს; ელექტროაკუსტიკური კომპოზიციის მნიშვნელოვან პრინციპებს და საშუალებებს; სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებს Audobe Audition, MAX-MSP-Jitter, Pro Tools; ბგერის ჩაწერას, შენახვასა და მანიპულაციას; მუსიკის პროგრამირების და „ლაივ“ ელექტრონიკის  საფუძვლებს; აუდიო ედიტორ პროგრამებში დამოუკიდებელი მუშაობის და ინტერაქტიური ხმის დიზაინის ბაზისებს კომპიუტერულ თამაშებში, ინსტალაციებში და თანამედროვე კომპიუტერულ და მობილურ აპლიკაციებში. 
  • ჯაზი და პოპ-მუსიკა – რომელიც მოიცავს  ჯაზ-ვოკალის,  ჯაზ-ორკესტრის საკრავების (ელექტრო გიტარა, ბას-გიტარა, დასარტყამები და ჯაზ-ფორტეპიანო) და პოპ-ვოკალის მოდულებს. აქ თქვენ შეისწავლით ჯაზის და პოპ-მუსიკის ისტორიას;  ჯაზის ჰარმონიასა და სოლფეჯიოს; ჯაზის სხვადასხვა მიმდინარეობის საშემსრულებლო პრინციპებსა და ტექნიკებს, ჯაზის შემსრულებლისათვის აუცილებელ რეპერტუარს (ჯაზსტანდარტებს) და ჯაზური კომპოზიციების აგების, პრაქტიკული ჯაზური იმპროვიზაციის საფუძვლებს; სოლო და ანსამბლში მუზიცირებას, გოსპელ-გუნდში სიმღერას და სასცენო მოძრაობას. 
  • ქართული ტრადიციული მუსიკარომელიც გთავაზობთ ქართული ხალხური, ქალაქური და საეკლესიო მუსიკის, ასევე მსოფლიოს ხალხთა ეთნიკური მუსიკალური კულტურის შესწავლას. აქ თქვენ იმღერებთ ქართულ და მსოფლიოს სხვა ხალხების  ტრადიციულ სიმღერებს; გაეცნობით საქართველოში გავრცელებულ ხალხურ საკრავებს და დაეუფლებით ტრადიციულ სიმებიან საკრავებზე დაკვრის საფუძვლებს; მიიღებთ ცოდნას ეთნომუსიკოლოგიის ისტორიისა და კვლევის მეთოდების, ასევე, ქართული ტრადიციული სიმღერის, საეკლესიო გალობისა და საკრავიერი მუსიკის ცნობილი ოსტატების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
  • კომპოზიცია და არანჟირებარომელშიც გაეცნობით მუსიკალური კომპოზიციის ძირითად პრინციპებსა და მეთოდებს;  შეისწავლით თანამედროვე პროფესიული (მათ შორის ქართული) მუსიკის უმნიშვნელოვანეს მიმდინარეობებს, ტექნიკებსა და წარმომადგენლებს; შექმნით საკუთარ სოლო და საანსამბლო მუსიკალურ კომპოზიციებს; გააორკესტრებთ სხვადასხვა ეპოქისა და ხასიათის მუსიკას;  დაეუფლებით სხვადასხვა ხმოვან და სანოტო-სარედაქტორო კომპიუტერული პროგრამასა და მუსიკალური მასალის კონვერტაციის ტიპებს.
  • ფორტეპიანო და ბაროკოს კლავიშიანებისადაც მიიღებთ ცოდნას კლასიკური და ბაროკოს ეპოქის მუსიკის მახასიათებლების, სტილების, ჟანრებისა და ფორმების შესახებ; გაეცნობით ამ ეპოქების საკლავიშო ხელოვნების ისტორიასა და მათთვის დამახასიათებელ საშემსრულებლო ხერხებს; შეისწავლით ევროპული, კერძოდ, ბაროკოს და რენესანსის მუსიკის ისტორიას; მიიღებთ სოლო და ანსამბლში მუზიცირებისთვის, მუსიკალური ნაწარმოების ინტერპრეტაციისთვისა და მუსიკის  საჯარო შესრულებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს.

4

 

 

 

 

 

 

 

მუსიკის საბაკალავრო პროგრამებისა და კურსების ნახვა შეგიძლიათ აქ