ილიაუნი მუსიკის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამებს გთავაზობთ.
მზადდება მუსიკის სამაგისტრო პროგრამა.
საბაკალავრო საფეხურზე შეგიძლიათ ისწავლოთ მუსიკის ძირითად ან დამატებით პროგრამაზე. ძირითადი პროგრამის წარმატებით დამთავრების შედეგად თქვენ მიიღებთ სამუსიკო ხელოვნების ბაკალავრის კვალიფიკაციას.
ილიაუნიში არსებული საბაკალავრო ძირითადი და დამატებითი სპეციალობების სისტემა ორი სხვადასხვა პროფესიის საინტერესო კომბინაციების საშუალებას გაძლევთ. მაგალითად, შეგიძლიათ ერთდროულად შეისწავლოთ მუსიკა და კულტურის მენეჯმენტი, ან მუსიკა და ხელოვნებათმცოდნეობა, ან მუსიკა და ფსიქოლოგია, და ა.შ.
საბაკალავრო საფეხურზე სასწავლო კურსები იხილეთ აქ.
სადოქტორო საფეხურზე ილიაუნი გთავაზობთ ეთნომუსიკოლოგიის, მუსიკოლოგიის, კომპოზიციისა და საკლავიშო ხელოვნების მიმართულებებზე (ფორტეპიანო და ბაროკოს კლავიშიანები) სწავლასა და კვლევას.
დღეს მუსიკა დასაქმების უაღრესად მნიშვნელოვანი და პერსპექტიული სფეროა. თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ აკადემიური კარიერა; გახდეთ სოლო და/ან საანსამბლო შემსრულებელი; იმღეროთ ხალხურ და საეკლესიო გუნდებში და უხელმძღვანელოთ, ან პროდუსინგი გაუწიოთ მათ; მუსიკალურად გააფორმოთ თეატრალური წარმოდგენები, ფილმები, ტელე-გადაცემები, ვიდეო-თამაშები; მიიღოთ შეკვეთები როგორც თავისუფალმა კომპოზიტორმა; იმუშაოთ სარეკლამო ბიზნესში ან მუსიკალურ გამომცემლობებში; დაარსოთ საკუთარი კერძო სამუსიკო ბიზნესი; ასწავლოთ მუსიკა კერძოდ, შემოქმედებით სტუდიებში თუ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში; იმუშავოთ, როგორც მუსიკალურმა ჟურნალისტმა, წამყვანმა, სცენარისტმა, რედაქტორმა ან ექსპერტმა სხვადასხვა ბეჭდვით თუ ტელე-აუდიო მედია საშუალებებში.