ნინო სანდრაძე

sadradzeსაესტრადო ორკესტრების საკრავები (პიანისტი, კონცერტმაისტერი) მასიურ ღონისძიებათა რეჟისორი. 

სასწავლო კურსები ილიაუნიში
პოპ მუსიკის წარმოშობის და განვითარების ისტორია, ჯაზ– ვოკალის ტექნიკა და ვოკალური ჯაზ– ბენდი.                   

განათლება
ნინომ დაამთავრა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებლის საესტრადო საფორტეპიანო ფაკულტეტი. ამის შემდეგ მან სწავლა გააგრძელა და წარმატებით დაასრულა თბილისის ხელოვნების ინსტიტუტი ,თეატრალური ხელოვნების შემოქმედებითი სახელოსნოს სრული კურსი.

ძირითადი საქმიანობა
2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე ნინო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის ლექტორად მუშაობს. 1999–2009 წლებში ის მუშაობდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებლის საესტრადო განყოფილების პედაგოგად; 1996–1997 წლებში კი თბილისის 44–ე საშუალო სკოლის ხელოვნების სტუდიაში, საესტრადო სიმღერის პედაგოგად. 

წაკითხული კურსები
ნინოს მიერ წაკითხულ კურსებს შორისაა ვოკალისტების სასცენო მომზადება, ვოკალური ანსამბლი, საბჭოთა მასობრივი სიმღერის ისტორია, ვოკალური ჯაზის ისტორია.

საკონტაქტო ინფორმაცია
ელ – ფოსტა: sadrdze@rambler.ru
ტელ: +995-593-94 45 43