ნინო რაზმაძე

nino_razmadzeეთნომუსიკოლოგი, სამუსიკო ხელოვნების მაგისტრი (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის ფაკულტეტი, ეთნომუსიკოლოგიის სპეციალობა).

კურსები ილიაუნიში
ქართული ხალხური საკრავები 

განათლება
2004 წელს დაამთავრა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ათწლედი (საფორტეპიანო მიმართულება, პედ.მანანა გოცირიძე), 2009 წელს – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი (ეთნომუსიკოლოგიის სპეციალობა, ხელმძღვ. მანანა შილაკაძე).
ძირითადი საქმიანობა
2009 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის სპეციალისტად). 2011 წლის შემოდგომიდან არის რადიო „მუზას“ თანამშრომელი (პროდიუსერის ასისტენტი). იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომელი (კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის განყოფილების სპეციალისტი).

კვლევითი საქმიანობა
არის 15-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.  თანაშემდგენელია  წიგნისა „ტრადიციული ქართული საეკლესიო გალობა, თანდართული სასწავლო აუდიოდისკებით, 2010“. არის ავტორი და ორგანიზატორი პროექტისა „ერთი სოფლის ფოლკლორი – მერისი, აჭარა“ (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, 2010). თანაორგანიზატორია თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული სხვადასხვა ფოლკლორული ღონისძიებებისა. მიღებული აქვს სტიპენდიები (კ. ჭოხონელიძისა (2010) და დ. არაყიშვილის (2010) და გრანტები (ეროვნული სამაგისტრო გამოცდების გრანტი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინდივ. გრანტი აჭარის ათდღიანი ექსპედიციისთვის, ფსც-ის ინდივ. გრანტი პროექტისათვის „ერთი სოფლის ფოლკლორი – მერისი, აჭარა, 2010“). მოპოვებული აქვს I პრემია საუკეთესო მოხსენებისა და საუკეთესო პრეზენტაციისათვის „სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია კონკურსზე“ (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, მოხსენებით „ჩონგურის საშემსრულებლო ხერხები და ნოტირების პრობლემა“). არის რადიოგადამეცებისა (საპატრიარქოს რადიო) და საგაზეთო პუბლიკაციების ავტორი (გაზეთი „ქართული გალობა“). არის ერთ-ერთი კორექტორი სამეცნიერო სტატიების კრებულისა (ტმკსც-ის მიერ ორგანიზებული „ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმის“ გამოცემა ორ წელიწადში ერთხელ). იყო თბილისის სახლელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა ფოლკლორული ანსამბლისა და თბილისის სხვადასხვა მგალობელთა გუნდების წევრი. ნამყოფია 10-ზე მეტ ფოლკლორულ ექსპედიციაში.

სწავლება
2011 წლის შემოდგომის სემესტრში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კითხულობს ლექციას „ქართული ხალხური საკრავები (თეორია და პრაქტიკა)“ (კურსი შედგენილია უცხოელი სტუდენტებისათვის).

აკადემიური ინტერესები
ნინო რაზმაძის სამეცნიერო ინტერესი ძირითადად მიმართულია ქართული ხალხური საკრავიერი მუსიკის საკითხებისადმი; აგრეთვე, იგი დაინტერესებულია  ქართული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის საკითხებით.

საკონტაქტო დეტალები

ელ-ფოსტა:
nino.razmadze.2@iliauni.edu.ge
nin_ra86@yahoo.com
ტელ.:    2 32 72 85;   593 222 936