ნინო მამრაძე
პიანისტი, პედაგოგი.
სასწავლო კურსები ილიაუნიში
საკლავიშო უნარები, საფორტეპიანო სოლოსა და აკომპანიმენტის ხელოვნება 1,2, საფორტეპიანო ხელოვნება 1, 2, 3, 4, 5 და 6.
განათლება
ნინო მამრაძემ 1977 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია (პიანისტი, სოლისტი. ხელმძღვანელი: პროფ. იაკობ ზაკი, სახალხო არტისტი), ხოლო 1981 წელს – ამავე კონსერვატორიის საშემსრულებლო ასპირანტურა (წითელი დიპლომი) სახალხო არტისტ და პროფესორ ლევ ვლასენკოს ხელმძღვანელობით.
ძირითადი საქმიანობა
1979-1993 წლებში ნინო მამრაძე მუშაობდა სოლისტად საქართველოს ფილარმონიაში.
1993-2003 წლებში ის მოღვაწეობდა კაიროს ხელოვნების აკადემიაში, სადაც კლასიკური მუსიკის მოწვეული ექსპერტი იყო. 2004 წელს ნინო დაბრუნდა საქართველოში და ამ წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგად. 2005-2011 წლებში ნინო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის №1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორად გვევლინება. 2009 წელს ნინო მამრაძემ მარინა ადამიასთან ერთად დააარსა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრი, სადაც ამჟამად ასწავლის საკლავიშო უნარებსა და საფორტეპიანო ხელოვნების ისტორიის, თეორიისა და პრაქტიკის კურსებს.
საგანმანათლებლო საქმიანობა
ნინო მამრაძე 2005, 2006 და 2007 წლებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა მუსიკალური განათლების საშუალო რგოლის რეფორმირებაში: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მან შეიმუშავა რეფორმის ძირითადი მიმართულებები და ახალი სასწავლო პროგრამები.
აკადემიური ინტერესები
ნინო მამრაძის ინტერესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს სასწავლო მეთოდიკა საშუალო და უმაღლეს დონეებზე. ასევე, მისი მიზანია საქართველოში ბაროკოს სტილის მუსიკის შესრულების ტრადიციის გაძლიერება და განვითარება.
საკონტაქტო დეტალები
ელ-ფოსტა: nino.mamradze@iliauni.edu.ge
ტელ.: 229 09 21; 593 93 23 45