ნინო მახარაძე–კალანდაძე
ეთნომუსიკოლოგი, მუსიკოლოგიის დოქტორი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი; ქალთა ფოლკლორული ანსამბლის “მზეთამზის” წევრი და ბათუმის გოგონათა ანსამბლის “აიდიოს” კონსულტანტი.
სასწავლო კურსები ილიაუნიში
ქართული ხალხური მუსიკა 1 და 2, ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები, ხალხური საკრავებიუ საქართველოში (ისოტირულ-თეორიული კურსი), ქართველ ქალთა და ბავშვთა ტრადიციული სიმღერები (პრაქტიკუმი).
განათლება
ნინომ 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მუსიკისმცოდნეობის სპეციალობით. 2009 წელს დაამთავრა დოქტორანტურა (იქვე).
პედაგოგიური საქმიანობა
ამჟამად ნინო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებუი პროფესორია. ის წლების მანძილზე მუშაობდა გურამ რამიშვილის მე-6 საავტორო სკოლაში პედაგოგად და აქვე ხელმძღვანელობდა ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის “გეორგიკას” გოგონათა ჯგუფს; არის საბავშვო სტუდიის “დები ჭოხონელიძეების” ხალხური სიმღერის პედაგოგი; აქვს უცხოეთში ქართული ხალხური სიმღერის სწავლების გამოცდილება (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ფინეთი და სხვ.).
აკადემიური საქმიანობა
ნინოს აქვს
- სამეცნიერო ნაშრომები ქართული სასიმღერო მეტყველების სემანტიკის პრობლემებზე
- ფუნდამენტური გამოკვლევა – “ქართული აკვნის ნანა: ჟანრის, სემანტიკისა და არტიკულაციის საკითხები” (საკვალიფიკაციო ნაშრომი, 2009)
- მონაწილეა არა ერთი რესპუბლიკური თუ საერთაშორისო კონფერენციისა და სიმპოზიუმისა
- არის 10-ზე მეტი ფოლკლორისტული ექსპედიციის წევრი და ხელმძღვანელი, სხვადასხვა პროექტის მონაწილე და ავტორი.
მას შედგენილი და გამოცემული აქვს სიმღერების კრებულები:
- “აკვნის ნანა” (თბილისი 2000 წ) და “მზევ შინ შემოდიო” (თბილისი 2004 წ);
- ჯერ-ჯერობით გამოუცემელია კრებული “ქართული ხალხური საკრავიერი მუსიკა”.
ნინო მახარაძის ავტორობით გამოიცა მონოგრაფიები ქართველ ლოტბარებზე:
- “რემა შელეგია” (თბილისი 2003)
- “ვარლამ სიმონიშვილი” (თბილისი 2004)
- 2011 წელს მარინა კვიჟინაძესთან ერთად გამოსცა წიგნი – “ტრადიციული მუსიკა ქართულ-აფხაზურ დიალოგში”.
საკონტაქტო ინფორმაცია
ელ-ფოსტა: nino.makharadze@iliauni.edu.ge
ტელ.: 253 20 77
მობ.: 595 01 10 67