ნათია დეკანოსიძე

natiadekanosidze ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მუსიკოლოგიაში, მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი;  თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის  სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი; თბილისისილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი; თბილისის «კრეატიული განათლების სტუდიის» («Creative education studio») და ე. მიქელაძის სახელობის  ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი.

სასწავლო კურსები ილიაუნიში
«მუსიკის თეორია პრაქტიკაში 2», «მუსიკის თეორია პრაქტიკაში 3».
განათლება
ნათიამ 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატი ორმაგი – მუსიკისმცოდნის და ფოლკლორისტის – სპეციალობით.  ამავე წელს, თბილისის კონსერვატორიის და საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, მუსიკისმცოდნეობის სპეციალობით სწავლა განაგრძო სანკტ-პეტერბურგის ნ. ა. რიმსკი-კორსაკოვის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურაში (2003-2005), რომლის დასრულებისთანავე, პეტერბურგის კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტის რეკომენადაციით, სწავლა განაგრძო პეტერბურგის კონსერვატორიის ასპირანტურაში (2005-2009). 2009-2011 წლებში სანკტ-პეტერბურგის კონსერვატორიაში  «მუსიკალური ფორმების და ჟანრების თეორიის და ისტორიის კათედრაზე» ნათიამ ასევე გაიარა სამეცნიერო სტაჟირების კურსი, ხოლო 2011 წელს ამავე კათედრაზე დაიცვა დისერტაცია თემაზე  “გია ყანჩელის «და არს მუსიკა» – ოპერის ჟანრის დადრამატურგიის პრობლემები”.

 

პედაგოგიური საქმიანობა
ამჟამად ნათია დეკანოსიძე ასწავლის თბილისის კონსერვატორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის «კრეატიული განათლების სტუდიაში» და ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში. 2005-2009 წლებში ნათია იყო სანკტ-პეტერბურგის ნ. ა. რიმსი-კორსაკოვის სახელობისსახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის ვ. შიროკოვას ასისტენტი. 2006-2007 წლებში პეტერბურგის კონსერვატორიაში მიჰყავდა «მუსიკალური ნაწარმოებების ანალიზის» კურსი. 2000-2003 წლებში ნათია იყო ა. ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიის პედაგოგი, ხოლო 2006-2011 წლებში იყო სანკტ-პეტერბურგის კერძო სკოლისა და კოლეჯის « Взмах» პედაგოგი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

აკადემიური საქმიანობა
ნათია არის არაერთი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის და სემინარის მონაწილე და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ნათიას სამეცნიერო კვლევების მთავარი საგანია თანამედრო ქართული ოპერის პრობლემები. ფლობს რუსულ, ინგლისურ ენებს, კომპიუტერულ პროგრამებს.

აკადემიური და სხვა ჯილდოები, გრანტები
იოსებ ბარდანაშვილის სახელობის სტიპენდია (2001); კახიძე–ყანჩელის სახელობის სტიპენდია (2003);თბილისის სამეცნიერო კონფერენციის «სტუდენტური დღეები 2003-ის» გამარჯვებული (II პრემია);საქართველოს ახალგაზრდულ საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის საზაფხულო შეკრება-სემინარის«მზიური ველის» სიგელი ნომინაციაში «ყველაზე ინტელექტუალური» (2003); საქართველოს კულტურისსამინისტროს გრანტი «ქართული პროფესიული მუსიკის განვითარების პროგრამიდან» (2004);საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდია (2005); სიგელი მოხსენებისათვის «ქართველ ქალთა სამშვიდობოროლი სხვადასხვა ხალხთა შორის კულტურული კავშირების განმტკიცებაში» კონფერენციაზე «ქალისსამშვიდობო როლი თანამედროვე მსოფლიოში და თანამედროვე ცივილიზაციის ახალი გამოძახილი»(სანკტ-პეტერბურგი, 2005); დიპლომი ნომინაციაში «მშობლიური (ქართული) ქვეყნის კულტურისადმიგამოვლენილი ინტერესისათვის» რუსეთის უცხოელი სტუდენტების და ასპირანტების სამეცნიერო დაშემოქმედებითი ნაშრომების დათვალიერება-კონკურსზე (ტომსკი, 2007).

საკონტაქტო ინფორმაცია
ელ-ფოსტა: n_dekanosidze@yahoo.com
ტელ.: 233 56 86
მობ.: 595  33 56 86