ნათია დეკანოსიძე

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მუსიკოლოგიაში, მუსიკისმცოდნე;  თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის  სახელმწიფო კონსერვატორიის „კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის ფაკულტეტის“ ასისტენტ-პროფესორი; თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის“ მუსიკის ცენტრის მოწვეული პედაგოგი; ე. მიქელაძის სახელობის თბილისის  ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი.

სასწავლო კურსები ილიაუნიში

«მუსიკის თეორია პრაქტიკაში 2»: დიატონური ჰამორნია, კონტრაპუნქტი, მუსიკალური ნაწარმოებების ანალიზი;

«მუსიკის თეორია პრაქტიკაში 3»: ქრომატიული ჰარმონია, კონტრაპუნქტი, მუსიკალური ნაწარმოებების ანალიზი

 

განათლება

ნათიამ 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატი ორმაგი – მუსიკისმცოდნის და ფოლკლორისტის – სპეციალობით.  ამავე წელს, თბილისის კონსერვატორიის და საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, მუსიკისმცოდნეობის სპეციალობით სწავლა განაგრძო სანკტ-პეტერბურგის ნ. ა. რიმსკი-კორსაკოვის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურაში (2003-2005), რომლის დასრულებისთანავე, პეტერბურგის კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტის რეკომენადაციით, სწავლა განაგრძო პეტერბურგის კონსერვატორიის ასპირანტურაში (2005-2009). 2009-2011 წლებში სანკტ-პეტერბურგის კონსერვატორიაში  «მუსიკალური ფორმების და ჟანრების თეორიის და ისტორიის კათედრაზე» ნათიამ ასევე გაიარა სამეცნიერო სტაჟირების კურსი, ხოლო 2011 წელს ამავე კათედრაზე დაიცვა დისერტაცია თემაზე  “გია ყანჩელის «და არს მუსიკა» – ოპერის ჟანრის და დრამატურგიის პრობლემები”.

 

პედაგოგიური საქმიანობა

2012 წლიდან დღემდე ნათიას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიჰყავს სასწავლო კურსები –  „მუსიკის თეორიის საფუძვლები“, „მუსიკალური ნაწარმოებების ანალიზი“, „ჰარმონიის ისტორია და თეორია“, სოლფეჯიო; ხოლო ილიას სახელმწიფო უმნივერსიტეტში კურსები – «მუსიკის თეორია პრაქტიკაში 2», «მუსიკის თეორია პრაქტიკაში 3». 2012 წლიდან დღემდე ნათია ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელის პედაგოგია. 2012-2013 წლებში „თბილისის კრეატიული განათლების სტუდიაში“ (“Creative education studio”) შეიმუშავა და მიჰყავდა საგნის კურსი „მუსიკის თეორიის საფუძვლები“. 2005-2009 წლებში ნათია იყო სანკტ-პეტერბურგის ნ. ა. რიმსი-კორსაკოვის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის ვ. შიროკოვას ასისტენტი. 2006-2007 წლებში პეტერბურგის კონსერვატორიაში ასწავლიდა «მუსიკალური ნაწარმოებების ანალიზის» კურსი. 2000-2003 წლებში ნათია იყო ა. ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიის პედაგოგი, ხოლო 2006-2011 წლებში იყო სანკტ-პეტერბურგის კერძო სკოლისა და კოლეჯის « Взмах» პედაგოგი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

 

 

აკადემიური საქმიანობა

ნათია არის არაერთი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, სიმპოზიუმისა და სემინარის მონაწილე და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ნათიას სამეცნიერო კვლევების მთავარი საგანია თანამედრო ქართული ოპერის და ზოგადად მუსიკალური ნაწარმოებების ანალიზის პრობლემები. ფლობს რუსულ, ინგლისურ, გერმანულ ენებს, კომპიუტერულ პროგრამებს.

 

აკადემიური და სხვა ჯილდოები, გრანტები

კომპოზიტორ იოსებ ბარდანაშვილის სახელობის სტიპენდია (2001); ჯანსუღ კახიძისა და გია ყანჩელის სახელობის სტიპენდია (2003); თბილისის სამეცნიერო კონფერენციის «სტუდენტური დღეები 2003-ის» გამარჯვებული (II პრემია); საქართველოს ახალგაზრდულ საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის საზაფხულო შეკრება-სემინარის «მზიური ველის» სიგელი ნომინაციაში «ყველაზე ინტელექტუალური» (2003); საქართველოს კულტურის სამინისტროს გრანტი «ქართული პროფესიული მუსიკის განვითარების პროგრამიდან» (2004); საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდია (2005); სიგელი მოხსენებისათვის «ქართველ ქალთა სამშვიდობო როლი სხვადასხვა ხალხთა შორის კულტურული კავშირების განმტკიცებაში» კონფერენციაზე «ქალის სამშვიდობო როლი თანამედროვე მსოფლიოში და თანამედროვე ცივილიზაციის ახალი გამოძახილი» (სანკტ-პეტერბურგი, 2005); დიპლომი ნომინაციაში «მშობლიური (ქართული) ქვეყნის კულტურისადმი გამოვლენილი ინტერესისათვის» რუსეთის უცხოელი სტუდენტების და ასპირანტების სამეცნიერო და შემოქმედებითი ნაშრომების დათვალიერება-კონკურსზე (ტომსკი, 2007).

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ-ფოსტა: n_dekanosidze@yahoo.com

ტელ.: 233 56 86

მობ.: 595  33 56 86