დოქტურანტურა

სამუსიკო ხელოვნების სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მსურველმა უნდა გაიაროს გასაუბრება, სადაც უნდა აჩვენოს სპეციფიური ცოდნა მუსიკის ისტორიასა და თეორიაში.  ამას გარდა, მას დასჭირდება დამატებითი მასალის წარდგენა:

  • კომპოზიციის მიმართულებაზე სწავლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს საკუთარ ნაწარმოებთა პორტფოლიო, რომელიც უნდა შეიცავდეს სამიდან ხუთამდე სანოტო პარტიტურას სხვადასხვა შემადგენლობისთვის (არა მარტო ფორტეპიანო) და აჩვენებდეს ფართო გამოცდილებას, ტექნიკურ ოსტატობას, საკრავების და მე-20 საუკუნეების სტილების ცოდნას.
  • საშემსრულებლო მიმართულებაზე სწავლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი შესრულების 40-60 წუთიანი ჩანაწერი (CD):
  • კლასიკურ და ბაროკოს მუსიკაში – შესრულებული ნაწარმოებები უნდა შეიცავდნენ სამი სხვადასხვა ეპოქის, კერძოდ ბაროკოს, კლასიკური და მე-20 საუკუნის პროფესიული მუსიკის ნიმუშებს. მათგან, მინიმუმ ორი უნდა იყოს მსხვილი ფორმისა (ვარიაციები, სონატა, კონცერტი, და მსგავსი).
  • ჯაზში – შესრულებული ნაწარმოებები უნდა შეიცადნენ სხვადასხვა სტილის (საშუალო და სწრაფი სვინგი, ჯაზ-ბალადა, ბოსა-ნოვა/სამბა, თანამედროვე მიმართულებები) ჯაზური მუსიკის ნიმუშებს. აქედან ერთი უნდა იყოს შესრულებული თანხლების გარეშე, ანუ a cappella (კონკრეტული ჯაზ-სტანდარტ და მასზე აგებული კომპოზიციის ფორმა წინასწარ იქნება გამოქვეყნებული).

მუსიკოლოგიისა და ეთნომუსიკოლოგიის მიმართულებებზე სწავლის მსურველმა უნდა გაიაროს გასაუბრება,სადაც უნდა აჩვენოს სფეროს ღრმა ცოდნა.