ბაკალავრიატი

მუსიკის ძირითადი (Major) და მეორე (Minor) პროგრამების ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე, ხელოვნების პროგრამების ფარგლებში ისწავლება.

5-1

ყველასთვის
პროგრამებზე დარეგისტრირება შესაძლებელია პირველი სასწავლო წლის ბოლოს, ზოგადი მოდულის გავლის შემდეგ.  სწავლის დაწყების წინ თქვენ გაივლით კონსულტაციას მუსიკის ცენტრის ლექტორებთან. ეს საშუალებას მოგვცემს გავეცნოთ თქვენს მუსიკალურ მონაცემებს, პოტენციალსა და მოტივაციას, რის შედეგადაც ჩვენ შევძლებთ შემოგთავაზოთ სწავლის საუკეთესო გზა.

აბიტურიენტებისთვის
თუკი თქვენ აბიტურიენტი ხართ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების მიღება გინდათ, თქვენ უნდა ჩააბაროთ ერთიანი ეროვნული გამოცდები.  მუსიკის პროგრამების არჩევას თქვენ შეძლებთ პირველი სასწავლო წლის ბოლოს, რეგისტრაციის გავლის შედეგად.  (იხ. ზემოთ).

პირველკურსელებისთვის
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ზოგადი მოდულის ფარგლებში მუსიკის ცენტრი გთავაზობთ შესავალ კურსებს მუსიკაში, რომელთა მიზანია თქვენთვის მუსიკის ამა თუ იმ მიმართულების გაცნობა.  მუსიკის პროგრამების არჩევას თქვენ შეძლებთ პირველი სასწავლო წლის ბოლოს, რეგისტრაციის გავლის შედეგად. (იხ. ზემოთ).

მათ, ვისაც მუსიკის კურსების თავისუფალი კრედიტების რეჟიმში არჩევა სურთ
ეს მეორე კურსიდან შეუძლიათ. საშემსრულებლო კურსებზე სწავლის სურვილის შემთხვევაში თქვენ უნდა გაიაროთ წინასწარი კონსულტაცია კურსის ლექტორთან. ინფორმაცია კონსულტაციის შესახებ იხ. ზემოთ.

სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან გადმოსვლის მსურველებს
მუსიკის ნებისმიერ პროგრამაზე გადმოსვლა შეუძლიათ მობილობის კანონის თანახმად. მუსიკის ერთ-ერთი პროგრამის არჩევის შემდგომ თქვენ გაივლით კონსულტაციას მუსიკის ცენტრის ლექტორებთან. (იხ. ზემოთ).

ილიაუნის სხვა პროგრამებიდან მუსიკის პროგრამებზე გადმოსვლის მსურველებს
ამის გაკეთება შეუძლიათ შიდა მობილობის წესის თანახმად. მუსიკის ერთ-ერთი პროგრამის არჩევის შემდგომ თქვენ გაივლით კონსულტაციას მუსიკის ცენტრის ლექტორებთან. (იხ. ზემოთ).

საკონტაქტო ინფორმაცია
მუსიკის პროგრამებზე სწავლებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მუსიკის ცენტრის დირექტორს, მარინა ადამიას, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: m.adamia@iliauni.edu.ge, ან ტელეფონით: 595-29-62-64.