მუსიკისმცოდნე.
განათლება
დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მუსმცოდნეობის ფაკულტეტი (1967) და ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (ინგლისური, 1969).
კურსები ილიაუნიში
მუსიკის ისტორია 1 (უძველესი დროიდან რომანტიზმამდე), მუსიკის ისტორია 2 (რომანტიზმიდან მიუზიკლამე), ქართული მუსიკის ისტორია, კინოს და თეატრის მუსიკა, მუსიკა სხვადასხვა რაკურსით.
ძირითადი საქმიანობა და პედაგოგიური მოღვაწეობა
1965-71 წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის კომიტეტის მუსიკალურ გადაცემათა რედაქციის რედაქტორი;
1972-1986 საქართველოს კულტურის სამინისტროს სარედაქციო-სარეპერტუარო კოლეგიის წევრი; 1986-1996 გამომცემლობა “ხელოვნების” მუსიკისა და ხალხური შემოქმედების რედაქციის გამგე;
1996- 2006 საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი კულტურის სფეროში.
1959 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას: მუშობს თბილისის №1 ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში;
მიყავდა სალექციო კურსი მუსიკის ისტორიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე და ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში;
ასევე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც დააფუძნა ახალი მიმართულება – მუსიკალური ჟურნალისტიკის საფუძვლები;
2009 წლიდან ლექციებს კითხულობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პუბლიკაციები
- გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები წიგნებში: ნ. ანდღულაძე. “ჰომო – კანტოს”, “ნანი”, “ბიძინა კვერნაძე”, “ლადო ათანელი”;
- ავტორია წიგნისა “მედეა ამირანაშვილი” (გამომცემლობა “ფორმა”, 2009);
- არის ალექსი მაჭავარიანის მოგონებების წიგნის “შემოქმედი და დრო” შემდგენელი და ლიტერატურული ვერსიის ავტორი (გამომცემლობა “მინიატურა”, 2009).
მისი რედაქტორობით გამოცემულია:
- წიგნები: ივ. ჯავახიშვილი – ”ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები”, ა. წულუკიძე – “შალვა მშველიძე”, მ. ფიჩხაძე – “სულხან ცინცაძე”, რ.წურწუმია – “მეოცე საუკუნის ქართული მუსიკა”;
- საენციკლოპედიო სტატიები: ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში, ქართული გვერდი ლა რუსის საყმაწვილო ენციკლოპედიაში “მუსიკა”, მონაწილეობს თეატრალური ენციკლოპედიის სამუშაო ჯგუფში;
- ბუკლეტები: “თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი” (1984, თბილისი), “ევგენი მიქელაძე”, “იაშვილების ოჯახი” და სხვ.
მანანა კორძაია დაინტერესებულია მუსიკისა და ხელოვნების სხვა სფეროების ურთიერთკავშირით, რასაც მიეძღვნა
- მოხსენებები კონფერენციებზე და სტატიები ჟურნალებში: “შოსტაკოვიჩი და ქართული მუსიკა” (მოსკოვი, 1976); “ბაირონი და მუსიკა” (თბ. სახ უნივერსიტეტი, 1988); “ოთარ იოსელიანის ფილმების მუსიკალური ესთეტიკა” (1969); “პიროვნება, მასა, ჭეშმარიტება” (გია ყანჩელის შემოქმედების ფილოსოფიური საყრდენები, თბილისი 1999); “კომპიუტერული მუსიკა ქართულ სივრცეში” (თბილისი, 2006); “მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე”; “კავკასიურიდან სტიქსამდე” (სტურუა – ყანჩელის მუსიკალური თეატრი);
- სცენარი დოკუმენტური ფილმისათვის “დავით ბადრიძე” (რეჟისორი გია ბადრიძე);
- მუსიკალური კონსულტანტი ფილმებისა: “ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები” (რეჟ. ოთარ იოსელიანი, 1968), “ძნელი დასაწყისი” და “არსენას ლექსი” (კომპ. ი. კეჭაყმაძე, რეჟისორები ნ. ხატისკაცი, თ. მაღალაშვილი 1980, 1985);
- სტატიები გაზეთებში და ჟურნალებში: “ხელოვნება”, “თეატრი და ცხოვრება”, “ომეგა”, “ცხელი შოკოლადი”, “სოვეტსკაია მუზიკა” და სხვ.;
- რადიო-გადაცემები ქართველ და უცხოელ მუსიკოსებზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მობ.: 599 403226
ელ-ფოსტა: manana.kordzaia@gmail.com