მანანა ხოშტარია

manana_khoshtariaმუსიკისმცოდნე, ჯაზის თეორეტიკოსი

სასწავლო კურსები ილიაუნიში
უნიკალური პიროვნებები ჯაზში 1, სასიმღერო ტექნიკა, სოლფეჯირება და სმენის განვითარება 1 და სასიმღერო ტექნიკა, სოლფეჯირება და სმენის განვითარება 2 (ირინე ებრალიძესთან ერთად)

განათლება
1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მუსიკისმცოდნეობის განხრით, მუსიკალურ-თეორიული დისციპლინების პედაგოგის კვალიფიკაციით.

ძირითადი საქმიანობა
1969 წლიდან 1985 წლამდე მანანა ხოშტარია მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მუსიკალურ ათწლედში კლასიკური ჰარმონიის და სოლფეჯიოს პედაგოგად.  პარალელურად ასწავლიდა ჯაზის ჰარმონიასა და ჯაზის სოლფეჯიოს შ. მილორავას სახელობის საესტრადო სასწავლებელში.  1985-2009 წლებში იყო ზაქარია ფალიშვილის სახელობის თბილისის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი და კითხულობდა ლექციებს შემდეგ საგნებში: ჯაზის ჰარმონია, ჯაზის სოლფეჯიო და ჯაზის ისტორია.

2011 სასწავლო წლიდან მანანა ხოშტარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის მოწვეული პედაგოგია.

პედაგოგიური ინტერესები
მანანა ხოშტარიას შექმნილი აქვს მუსიკალური კარნახების კრებული „ჯაზი და ესტრადა“.  ჩატარებული აქვს არაერთი მეთოდური და პრაქტიკული გაკვეთილი ჯაზის სოლფეჯიოს სპეციფიკის შესახებ.  მათ შორის ჯაზური მელოდიის ფურცლიდან კითხვა, მუსიკალური კარნახების ჩაწერა „ციფროვკით“ და მსგავსი.

აკადემიური ინტერესები
მანანა ხოშტარიას განსაკუთრებული ინტერესის სფეროს  თანამდეროვე ჯაზური მიმდინარეობები წარმოდგენს.

საკონტაქტო დეტალები
ელ-ფოსტა: Manana-khoshtaria@rambler.ru
ტელ: 2395720;  555395720