ლევან კემულარია

levan_kemulariaმუსიკოსი, კომპოზიტორი, მესაყვირე,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.

სასწავლო  კურსები ილიაში
საყვირზე დაკვრის ტექნიკა 1, 2, 3, და 4.

განათლება
ლევან კემულარიამ 2005 და  წელს დაამთავრა 115–ე საჯარო საკოლა და  თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის N1 სამუსიკო სასწავლებელი („ნიჭიერთა ათწლედი“) საფორტეპიანო განხრით, პედაგოგ ნოდარ ნაკაიძისთან.  2005 წელს დაიწყო საყვირზე დაკვრის დაუფლება N20 საორკესტრო სკოლაში ოთარ ქუთათელაძესთან. 2007–2009 წლებში სწავლობს ჯაზის ისტორიას, ჰარმონიას და თეორიას ზ. ფალიაშვილის სახელობის N2 სამუსიკო კოლეჯში ირინე ებრალიძესთან.

პარალელურად სწავლობდა ა.ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სამრეწველო დიზაინის ფაკულტეტზე.

2010 წელს Kavkasus Jazz Festivale-ის ფარგლებში იღებს მასტერკლასებს პროფესორის და  GRAMMY High School–ის დირექტორის Justin De Chocho–საგან.

2012 წელს იღებს ერთთვიან ვორქშოფს ბოსტონში მესაყვირე და ბერკლის სამუსიკო სკოლის პროფესორის, დარენ ბარეტთან, სადაც ანვითარებს როგორც საყვირზე დაკვრის საშემსრულებლო ტექნიკას; ასევე თანამედროვე მოდერნისტული ჯაზის თეორიულ, პრაქტიკულ, რიტმულ და ჰარმონიულ საფუძვლებს.

ძირითადი საქმიანობა
2010 წლიდან ლევანი მუშაობს ტელეკომპანია რუსთავი 2–ში ბენდის წევრად.
ასევე, 2011 წლიდან მუშაობდა ჯაზ–კლუბში ”Jazz Unlimited”.
2012 წლიდან კი ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია.

შემოქმედებითი კარიერა
ლევანი დამოუკიდებელი მუსიკოსია.  შექმნილი და გაორკესტრებული აქვს მრავალი ჯაზური კომპოზიცია და რიგი კლასიკური ნაწარმოები.  მუშაობს არაერთ პროექტზე. თანამშრომლობს სხვადასხვა მუსიკოსთან და სტუდიასთან.
2007 წელს იწყებს მუშაობას ბენდთან ”Con-Fusion” (Jazz Fusion-ის მიმართულებით). 2009 წელს გამოდის ”Con-Fusion”-ს პირველი ალბომი ”4 October”.
ასევე მუშაობს ბენდთან ”SPILO” .  ატარებს არაერთ კონცერტს დავით ევგენიძის ბენდთან ერთად (2010–2012).
2010 წელს აყალიბებს ბენდს ”The 4 Sinthesized”  რომელიც იღებს მონაწილეობას რამოდენიმე ჯაზ–ფესტივალზე, როგერებიცაა Tbilisi Jazz Festival; Black Sea Jazz Festival;  World Music Festival;  Kavkasus Jazz Festival და სხვა.
2010 წელს ლევანმა მიიღო მონაწილეობა სპექტაკლისათვის ”მუსიკა თეატრს” მუსიკის დაწერასა და გაორკესტრებაში, სადაც მუსიკა სრულდებოდა ცოცხლად ბენდთან ერთად მისივე შესრულებით.    თანამშრომლობს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან როგორებიცაა: გია ყანჩელი, ზურაბ რამიშვილი,  გივი გაჩეჩილაძე, თამაზ ყურაშვილი, რაინ სულთანოვი, დავით მალაზონია, რომა რცხილაძე, დათო ევგენიძე.    2012 წელს საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით თამაზ ყურაშვილის ბენდთან ერთად ატარებს ჯაზის სალექციო ტურნეს საქართველოს მასშტაბით, რაც ითვალისწინებს ჯაზის განვითარებას და ხელმისაწვდომობას რეგიონებში.

საკონტაქტო დეტალები
მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 32, 0179
ელ-ფოსტა: kemojazz@gmail.com
ტელეფონი: 551 60 21 10