ხშირად დასმული კითხვები

კითხვა: არასოდეს ფორმალურად არ მისწავლია მუსიკა, მაგრამ ძალიან მაინტერესებს და მინდა თქვენთან მუსიკის ერთ-ერთ პროგრამაზე სწავლა. რას მირჩევთ?

პასუხი: ილიაუნის მუსიკის ძირითადი და მეორე პროგრამები ისეა შედგენილი, რომ მათზე სწავლის საშუალება მისცეს განსხვავებული მუსიკალური განათლების მქონე პირებს.  იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ თქვენთვის სწავლის საუკეთესო გზის შემოთავაზება, მუსიკის პროგრამის არჩევის შემდგომ თქვენ გაივლით მოკლე კონსულტაციას ცენტრის ლექტორებთან, რომლის თქვენი მუსიკალური მონაცემების, ცოდნისა და პოტენციალისა გაცნობაა.  ეს მოგვცემს საშუალებას რეალურად შევაფასოთ თქვენი შესაძლებლობები და მიგითითოთ სწავლის თქვენთვის ოპტიმალური გზა.


კითხვა: მე მუსიკალური სკოლა მაქვს დამთავრებული და მინდა გავაგრძელო ამავე დარგში დასპეციალება.  კონსერვატორიაში ჩაბარება არ მინდა / ვერ მოვხვდი.  რას შემომთავაზებდით?

პასუხი: პირველ რიგში გირჩევდით გაეცნოთ ჩვენი პროგრამების შინაარსს.  ეს საშუალებას მოგცემთ გაერკვეთ მათში და აირჩიოთ მრავალფეროვანი მიმართულებებიდან ის, რომლის დაუფლებაც გსურთ.  მიმართულებების არჩევანი ჩვენთან საკმაოდ ფართოა, ხოლო სწავლება – მრავალმხრივი. ილიაუნიში არსებული სწავლების ფორმა საშუალებას გაძლევთ მთავარ სპეციალობასთან ერთად დაეუფლოთ დამხმარე სპეციალობას, ან, ამ უკანაკნელის მაგივრად, აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო კურსები სრულებით განსხვავებული დარგებიდან.  ყოველივე ეს ამდიდრებს თქვენს ცოდნას და ზრდის თქვენი დასაქმების პერსპექტივებს.


კითხვა: რა უნდა ვქნა, თუკი სხვა უნივერსიტეტიდან მინდა თქვენთან გადმოსვლა?

პასუხი: პირველ რიგში უნდა გაეცნოთ მობილობის წესებს და იმოქმედოთ მათ შესაბამისად.  მუსიკის პროგრამებზე სწავლის შესახებ კონსულტაციისთვის კი მიმართეთ მუსიკის ცენტრის დირექტორს, მარინა ადამიას (იხ. ქვემოთ).


კითხვა: ვსწავლობ ილიაუნიში და მინდა სხვა პროგრამიდან თქვენსაზე გადმოსვლა.  როგორ მოვიქცე?

პასუხი: სასწავლო სემესტრის დაწყებამდე მიმართეთ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის კურიკულუმის ექპსერტებს, რომლებიც გირჩევენ კონკრეტული მოქმედების გზას.  მუსიკის პროგრამებზე სწავლის შესახებ კონსულტაციის გაწევა შეუძლია მუსიკის ცენტრის დირექტორს, მარინა ადამიას (იხ. ქვემოთ).


კითხვა: თავისუფალ კრედიტებში ბევრი კურსი მაქვს მუსიკის პროგრამებიდან არჩეული. ვფიქრობ, მუსიკის მაინორი გავიფორმო. რა უნდა გავაკეთო ამისთვის?

პასუხი: მიმართეთ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის კურიკულუმის ექპსერტებს, რომლებიც გირჩევენ კონკრეტული მოქმედების გზას.  კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ასევე მუსიკის ცენტრის დირექტორს, მარინა ადამიას (იხ. ქვემოთ).


კითხვა: ჩემს დროს მუსიკის მეიჯორი ჯერ არ არსებობდა და მე მუსიკის მაინორი ავირჩიე. ეხლა ვფიქრობ მუსიკა მეიჯორად გავიფორმო. რა არის ამისათვის საჭირო?

პასუხი: კონკრეტული სამოქმედო მითითებისთვის მიმართეთ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის კურიკულუმის ექსპერტებს, ხოლო სწავლების თქვენთვის საუკეთესო გზის ასარჩევად – მუსიკის ცენტრის დირექტორს, მარინა ადამიას (იხ. ქვემოთ).


კითხვა: კარგად ვუკრავ / ვმღერი, მაგრამ მუსიკის თეორიის არაფერი გამეგება. შემიძლია თუ არა ამის გამოსწორება?

პასუხი: შეგიძლიათ.  მუსიკის ცენტრის კურსებს შორის მუსიკის თეორიის შემსწავლელი კურსები. ჩვენი რჩევაა, პირველ რიგში აირჩიოთ მუსიკის თეორია პრაქტიკაში 1, რომელიც მუსიკის საბაზო თეორიასა და ნოტაციას შეგასწავლით.


კითხვა: რის გაკეთებას შევძლებ თქვენი პროგრამ(ებ)ის დამთავრების შემდეგ?

პასუხი: ჩვენი ძირითადი და მეორე პროგრამების ისეა აგებული, რომ სტუდენტს მისცეს როგორც მუსიკის ფუნდამენტალური დისციპლინების ფართო და ზოგადი, ისე რომელიმე ერთი მიმართულების შედარებით ღრმად ცოდნა.  მუსიკის პროგრამების დამთავრების შემდგომ, თუკი აკადემიური კარიერა გაინტერესებთ, თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ სწავლა სამაგისტრო საფეხურზე და სადოქტორო საფეხურებზე; გახდეთ სოლო და/ან საანსამბლო შემსრულებელი; იმღეროთ ხალხურ და საეკლესიო გუნდებში; იყოთ დამოუკიდებელი კომპოზიტორი და მუსიკალურად გააფორმოთ თეატრალური წარმოდგენები თუ ფილმები; იმუშაოთ მასმედიაში, სარეკლამო ბიზნესსა და გამომცემლობებში; დაარსოთ საკუთარი კერძო ბიზნესი; იმუშაოთ სხვადასხვა სახის შემოქმედებით სტუდიებში; და ა.შ.


კითხვა: რას მირჩევთ, თუკი მუსიკალური სმენა არა მაქვს, მაგრამ ძალიან მინდა თქვენთან სწავლა?

პასუხი: ამ შემთხვევაში გირჩევთ თავისუფალ კრედიტებში აირჩიოთ მუსიკის ისტორიის შემსწავლელი კურსები, რომლებიც არ გულისხმობენ მუსიკალური სმენის აუცილებლობას.


კითხვა: ყველა თქვენი კითხვა საბაკალავრო საფეხურზე სწავლას ეხება.  შემიძლია თუ არა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურებზე მუსიკის მიმართულებით ჩაბარება?

პასუხი: შეგიძლიათ.  ჩვენი რჩევაა, კონსულტაციისთვის მიმართოთ  ილიაუნის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტის კურიკულუმის ექსპერტებს და/ან მუსიკის ცენტრის დირექტორს, მარინა ადამიას (იხ. ქვემოთ).


კითხვა: ჩემი კითხვა არ შედის აქ დასმულ კითხვებში.  ვის მივმართო მასზე პასუხის მისაღებად?

პასუხი:  მიმართეთ მუსიკის ცენტრის დირექტორს, მარინა ადამიას (იხ. ქვემოთ).


მუსიკის ცენტრის დირექტორი
მარინა ადამია, მუსიკის ცენტრის დირექტორი
ელ-ფოსტა: m.adamia@iliauni.edu.ge
ტელ.: (+995) 595 29 62 64

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის კურიკულუმის ექსპერტები
A კორპუსის 301 ოთახი
ტელ.: (+995-32) 229 47 09