ირინე ებრალიძე

irine_ebralidze

ირინე ებრალიძე

სამუსიკო ხელოვნების დოქტორი (კომპოზიცია და ჯაზის შემსრულებლობა); მუსიკისმცოდნე,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის თანამედროვე პოპულარული მიმდინარეობების მიმართულების ხელმძღვანელი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი.

სასწავლო კურსები ილიაუნიში
პოპმუსიკის წარმოშობის და განვითარების ისტორია, უნიკალური პიროვნებები ჯაზში 1 და 2, მსოფლიო პოპვარსკვლავები სცენაზე და მის მიღმა, ჯაზის ჰარმონია, ჯაზური ლიტერატურა 1 და 2, მოდალური ჯაზის ჰარმონია, ჯაზვოკალი 1,2,3,4,5,6, გოსპელ-გუნდი 1 და 2.

განათლება
დაამთავრა თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიის მუსმცოდნეობა-საკომპოზიტორო ფაკულტეტი(მუსმცოდნეობის მაგისტრის კვალიფიკაცია).

ძირითადი საქმიანობა
1986-2009 წლებში მუშაობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებელში ჯაზის და საესტრადო ხელოვნების განყოფილების პედაგოგად, ხოლო 2009 წლის მარტიდან დღემდე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის ლექტორად. 1993-1995 წლებში თანამშრომლობდა „რადიო 105“-თან და მისი პირველი საეთერო გადაცემის წამყვანი იყო. 1998-2001 წლებში მუშაობდა ქართულ-ამერიკული კომპანია „რადიო საქართველოს“ რადოსადგურ „ფორტუნას“ მუსიკალურ წამყვანად, მუსიკალურ რედაქტორად და პროგრამების დირექტორად. ეწევა აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას. მონაწილეობდა 2003 წლის თბილისის ჯაზ-ფესტივალში. ირინე არის პირველი და ერთადერთი ქართველი ქალი – ბიგ-ბენდის დირიჟორი და მრავალი არანჟირების ავტორი. მის აღზრდილებს შორის არიან ვაჟა მანია, მარიკო ებრალიძე, ელენე ფოჩხუა, თეონა წიკლაური, ირაკლი კვანჭიანი, გოგა გარსევანიშვილი, ლაშა სხილაძე, ლევან რუსია, ლევან კემულარია და მრავალი სხვა.

წაკითხული კურსები
პედაგოგიური მოღვაწეობის დროს კითხულობდა შემდეგ კურსებს: ჯაზის თეორია და ჰარმონია, ჯაზ-სოლფეჯიო, ჯაზის, როკის და პოპ-მუსიკის ისტორია, ვოკალური ჯაზ-იმპროვიზაცია, არანჟირების თეორიულ-პრაქტიკული კურსი, ვოკალური არანჟირება, ვოკალური ანსამბლი, ჯაზის ბიგ-ბენდში დაკვრის ტექნიკა, ჯაზ-ვოკალი (ინდივიდუალური კურსი), პოპ-მუსიკის წარმოშობის და განვითარების ისტორია, როკ-მუსიკის სტილების ისტორიული მიმოხილვა, უნიკალური პიროვნებები ჯაზში, სასიმღერო ტექნიკა, სოლფეჯირება და სმენის განვითარება, როკ-მუსიკის სტილების ისტორია.

პუბლიკაციები
ირინე ებრალიძე შემდეგი პუბლიკაციების ავტორია:

  • სოლფეჯიო. ჯაზი და ესტრადა
  • ჯაზის თეორია და ჰარმონია (2005 წ., პირველი ქართული სახელმძღვანელო)
  • მუსიკალურკრიტიკული სტატიების სერია თანამედროვე ქართული პოპმუსიკის მდგომარეობაზე  ჟურნალისთვის „ანშლაგი“ (2007-2008 წწ)
  • მუსიკალურკრიტიკული სტატიები პოპმუსიკის, ჯაზის, საქართველოში მუსიკალური განათლების, მასმედიის, პროფესიონალიზმის პრობლემებზე კომპოზიტორთა კავშირის ჟურნალისთვის „მუსიკა“ (2010-2011 წწ).

ირინე ებრალიძის საკომპოზიტორო და საშემსრულებლო შემოქმედებისთვის იხ. ბმული https://www.youtube.com/results?search_query=irine+ebralidze

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტა: irine.ebralidze@rambler.ru
ტელ.:  577 45 21 10